სიახლეები

05 აპრილი 2018

5 – 9 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 - 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 
5 – 6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, ხოლო 7 – 9 აპრილს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 
5 – 7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +19 გრადუსი, 8 აპრილიდან კი +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 5 – 7 აპრილს დღის საათებში +16, +18, ხოლო 8 – 9 აპრილს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სხვა სიახლეები