სიახლეები

20 აპრილი 2018

შავ ზღვაში მესამე საზღვაო ექსპედიცია დაასრულდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მესამე საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.

თევზჭერა განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე - თევზსაჭერი ბადის გამოყენებით.  სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით განხორციელდა არსებული რესურსების სკანირება.

სპეციალისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, შავ ზღვაში თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ  ინფორმაცია დამუშავდა. ასევე, ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებები განხორციელდა.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღებული მასალა და სინჯების დამუშავება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

სხვა სიახლეები