სიახლეები

24 აპრილი 2018

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ვარდების მოედანზე განთავსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად „ვარდების მოედანზე“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, მობილური ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გაეცნო.

მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებს და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური  “ვარდების მოედანზე“ განთავსდა სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა.    

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.  

სადგურები  დამონტაჟდა თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგურის ქალაქ რუსთავში დამონტაჟდება.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური მომავალი კვირიდან რეგიონებს მოიცავს. შემდეგი ქალაქები იქნება თელავი და გორი.

სხვა სიახლეები