სიახლეები

01 მაისი 2018

გეოლოგები სამცხე- ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ,  სადაც საზოგადოებას,   რეგიონში 2017  წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი გააცნეს.

მხარეებმა, სამცხე ჯავახეთის რეგიონში  გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და მიწისქვეშა, მტკნარი სასმელი წყლების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი,  ადგილობრივი თვითმმართველობის  ხელმძღვანელები  და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები