სიახლეები

26 ივნისი 2015

ინფორმაცია მოსული ნალექების შესახებ

25 -26 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში აღინიშნა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა. 

ჭარბი ნალექების რაოდენობა დაფიქსირდა : ფოთში - 23 მმ, ჭალადიდში - 46 მმ, ნოქალაქევში - 27 მმ, ზუგდიდში - 46 მმ, მარტვილში - 29 მმ, ზესტაფონში - 12 მმ, შოვში -18 მმ, ურავში -20 მმ, ღებში - 13 მმ, მესტიაში - 11 მმ, ხაიშში - 20 მმ, ლუჯში - 25 მმ, ხერთვისში 11 მმ.

უხვი ნალექების შედეგად დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე აღინიშნა წყლის დონის მატება 30-50 სმ-ის ფარგლებში.

სხვა სიახლეები