სიახლეები

02 მაისი 2018

შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საზოგადოებას რეგიოინში 2017 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი გააცნეს. სპეციალისტებმა გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები