სიახლეები

02 მაისი 2018

სააგენტოს ქ.თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.

სააგენტოს სპეციალისტები მოსწავლეებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.

სხვა სიახლეები