სიახლეები

03 მაისი 2018

შავი ზღვის იშვიათი მობინადრე მოლუსკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბუნებრივი კლდოვანი დანაზარდების ეპიფაუნისა და მაკროფიტების მრავალფეროვნების კვლევებს და მონიტორინგს აგრძელებს. შავ ზღვაში სპეციალიტებმა ეპიფაუნაში სხვადასხვა ორგანიზმებთან ერთად, ზღვის მოლუსკი ლამბაქი-პატელა დაფიქსირეს, რომელიც საკმაოდ იშვიათი და აღიარებული ინდიკატორი სახეობაა. შავი ზღვის ეპიფაუნაში იდენტიფიცირებულია მობინადრე მოლუსკი - ხიტონი, რომელიც იშვიათია.

სხვა სიახლეები