სიახლეები

08 მაისი 2018

შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციის და მინუცუპალიტეტის წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც მხარის რწმუნებულ-გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს რეგიონში 2017 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი გააცნეს.

მხარეებმა რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს  მასშტაბით  მუნიციპელიტეტების წარმომადგენლებს შეხვდებიან და გეოლოგიური სტიქიური მდგომარეობის შესახებ საინფორმაცი ბიულეტენს გააცნობენ.

სხვა სიახლეები