სიახლეები

08 მაისი 2018

გეოლოგების ვიზიტი იმერეთის რეგიონში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები იმერეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას იმერეთის მხარეში 2017 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები