სიახლეები

10 მაისი 2018

გეოლოგების ვიზიტი სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში

გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს სტუმრობდნენ, სადაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას მხარეში 2017 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი გააცნეს.

მხარეებმა რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები