სიახლეები

30 ივნისი 2015

თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაისისა და ივნისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.

ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ  ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება ლისისა და კუს ტბებში. ლისის ტბაზე, ასევე, მომატებულია სულფატების კონცენტრაციები, რაც ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.   

სხვა სიახლეები