სიახლეები

14 მაისი 2018

ექსპედიცია შავ ზღვაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლის საზღვაო, ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია დაასრულეს. ექსპედიცია, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დელინეაციის სქემის მიხედვით, იდენტიფიცირებულ წყლის მასივში, ევროკავშირის წყლისა და საზღვაო ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელდა, სპეციალისტების მიერ ადგილზე 300-მდე სინჯი და განზომილება იქნა აღებული. შავი ზღვის კვლევები მიზნად ისახავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლას და შეფასებას.
 

სხვა სიახლეები