სიახლეები

17 მაისი 2018

აპრილის თვის კლიმატური დახასიათება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებში, ან მცირედ მაღალი იყო. მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +1, +1.5°C შეადგინა.  საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +11, +16°C-ის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +6, +13°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ტემპერატურის შედარებით მაღალი დადებითი გადახრების (+2, +3°C) მონაცემების განსაზღვრა სამხრეთ და დასავლეთ საქართვლოს ტერიტორიაზე ხდებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები ძირითადად, თვის ბოლოს დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +29, +31°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.

თვის  განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა  ქვეყნის უმეტეს ნაწილში თვის პირველ დეკადაში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე -7, -3°C-მდე, ხოლო მაღალ მთაში -10, -8°C-მდე დაეცა.

ნალექების რაოდენობის მიხედვით, აპრილის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო და ნორმასთან მიმართებაში საშუალოდ, 40-60%-ით ნაკლები ნალექი აღინიშნა. შედარებით ნალექიანი იყო კახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (70-160 მმ) მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (10-30 მმ) ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში აღინიშნებოდა.

სხვა სიახლეები