სიახლეები

21 მაისი 2018

სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი სტამბოლში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში იმყოფებოდნენ. სპეციალისტებისთვის შავი ზღვის აუზში ბიო-კონსერვაციული მიმართულებით კამბალა-კალკანის აქვაკულტურის და აღწარმოებითი საქმიანობის განვითარებაზე ტრენინგი ჩატარდა, სადაც შავი ზღვის აუზის ქევყნებისთვის კაბალა-კალკანის მოშენების სახელმძღვანელო შეიმუშავეს.

შეხვედრა თურქეთის მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, რომლიც გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრები მომავლშიც გაგრძელდება და დაგეგმილია სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარება შავი ზღვის ორაგულის მოშენება-აღწარმოების საკითხებზე, რომლებშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად იქნება ჩართული.

სხვა სიახლეები