სიახლეები

28 მაისი 2018

რუსეთიდან გამოპარული სელაპი ფოთთან შეამჩნიეს

ქ. ფოთში მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი დააფიქსირეს.

სელაპი ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან გამოიპარა. როგორც ცნობილია, შემდეგ აფხაზეთში  დაიჭირეს, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქიდანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში  დაფიქსირდა.

 შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას. უახლოეს დღეებში წყლის ბინადრის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.

 სელაპი ბოლოს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში  მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.

სხვა სიახლეები