სიახლეები

31 მაისი 2018

ჩეხი გეოლოგების ვიზიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა,  ჩეხ  გეოლოგებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში  გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა) ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და  ჩეხმა სპეციალისტებმა უკიდურესად უკიდურესი საფრთხის შემცველი მეწყრულ-ღვარცოფული უბნები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბნებზე მონიტორინგის თანამედროვე  აღჭურვილობაა დამონტაჟებული. სპეციალისტების მიერ ტერიტორიაზე არსებული ვითარება  შეფასდა და დაიგეგმა  კვლევები, შემდგომში სტიქიური პროცესების შესაძლებლობის ფარგლებში მართვის და ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით.

ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა სააგენტოს გეოლოგიური ხელსაწყოები გადასცეს და სპეციალისტებისთვის  ტრენინგი ჩაატარეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს მასშტაბით, მუდმივად ახორციელებს საფრთხის შემცველი უბნების შესწავლას და რეკომენდაციებს გასცემს დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით.

სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტინი, სადაც ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია  გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა) შესახებ.

ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს პროექტის „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და  მილსადენების მაგალითზე” ფარგლებში სტუმრობენ.

სხვა სიახლეები