სიახლეები

08 ივლისი 2015

თამარ ბაგრატია პოლონეთის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია პოლონეთის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს,  ანნა რადეცკას შეხვდა.

მხარეებმა პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის (PCPM) პროექტის ფარგლებში  საქართველოში, მდინარეებზე კაბალსა და დურუჯზე  ადრეული გაფრთხილების სისტემის მოდელირების საკითხები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში, მდინარეების მოდელირების პროგრამა „mike 11“- ის გამოყენებით  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიის დეპარტამენტების სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩატარდა.  პოლონეთის მხარის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნება  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  მდინარეებზე ჰიდრავლიკური მოდელირება მოახდინონ.

სხვა სიახლეები