სიახლეები

05 ივნისი 2018

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით მდ. არაგვზე წყლის სინჯები აიღეს

 

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტებმა   მდ. არაგვზე  წყლის სინჯები აიღეს.

 

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ადგილზე ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა.  20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ამ ეტაპზე სპეციალისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.

 კვლევის შედეგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება ინფორმაციას გაეცნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს  მომავალშიც გააგრძელებენ. 

 

სხვა სიახლეები