სიახლეები

11 ივნისი 2018

ბულგარეთში თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა  ბულგარეთში ქ. სოფიაში ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) კონფერენციაში მიიღო მონაწილება.

შეხვედრაზე, შავი ზღვის რეგიონის მეთევზეობისა და აქვაკულტურის აქტუალური საკითხები განიხილეს. შავი ზღვის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ სოფიის დეკლარაციას ხელი მოაწერეს, რაც უნიკალური აუზის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და გონივრული მართვის აუცილებლობას ისახავს მიზნად.

სხვა სიახლეები