სიახლეები

18 ივნისი 2018

18- 21 ივნისის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

 

18 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 21 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სხვა სიახლეები