სიახლეები

20 ივნისი 2018

ზღვის ძუძუმწოვრების კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის  მიერ შავი ზღვის სანაპირო  ზოლში  ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს.  

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ლაბორატორიაში სპეციალისტების მიერ, კველები მიმდინარეობს, დაინტერესებულ პირებს  უახლოეს მომავალში კვლევეიბის შედეგები ეცნობებათ.

სამწუხაროდ სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია , მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

 

 

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას  მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს და  მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში  დარეკონ ცხელ ხაზეე (153)

 

 

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის  სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში  იყოს დრული რეაგიერება  და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

სხვა სიახლეები