სიახლეები

22 ივნისი 2018

22-25 ივნისის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

22 – 25 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 23 – 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

 

 

 

სხვა სიახლეები