სიახლეები

08 ივლისი 2015

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიისა და ლიცენზირების დეპარტამენტების წარმომადგენლები, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხთა მრჩეველის კანცელარიის ორგანიზებით, ჩინეთში გამართულ სასწავლო სემინარებზე იმყოფებოდნენ. 

სემინარი გარემოს მრავალმხრივი ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ამაღლებას ეხებოდა. მონაწილეები პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვით სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღწევებსაც გაეცნენ.

ლექციებისა და საველე გასვლების ძირითადი თემები განვითარებად ქვეყნებში გარემოსადმი მეგობრული ეკონომიკის („მწვანე ეკონომიკა“) დამკვიდრება და ამ შესაძლებლობების ჩვენება იყო, რაც თავის მხრივ მოიცავს ეკოლოგიური სისტემების აღდგენის, კონსერვაციისა და სწორად მართვის როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკული განხორციელების საკითხებს.

სხვა სიახლეები