სიახლეები

25 ივნისი 2018

25- 27 ივნისის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

 

25 – 27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა  25 – 26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

27 ივნისს ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა       +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში, 25 – 26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

27 – 28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები