სიახლეები

25 ივნისი 2018

კვლევები ნურისა და არდაგანის ტბებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტებმა  ქ. ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე  არსებული  ნურისა და არდაგანის  ტბებში  თევზების  დაღუპვის ფაქტების  შესწავლის მიზნით, განახორციელეს ტბების  კომპლექსური დიაგნისტიკური კვლევა.

სპეციალისტებმა   ტბების    სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის  სინჯები, რომლის შედეგადაც   ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის,  მიკრობიოლოგიური,   ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები.

კვლევის შედეგები  ივნისის  ბოლოსთვის იქნება ცნობილი, რომელიც ეცნობება საზოგადოებას, სპეციალიტები მოამზადებენ  ტბების  ხარისხობრივის შესწავლის სიტუაციური ანალიზს და  შემდგომი რეაგირებისთვის გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცები.

 

 

 

 

სხვა სიახლეები