სიახლეები

27 ივნისი 2018

შეხვედრა იაპონიის ელჩთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის  „არასაპროექტო საგრანტო დახმარების“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოთხი ერთეული მდინარის წყლის დონის მზომი სადგური და ორი ერთეული ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური გადაეცა.

მდინარის წყლის დონის მზომი სადგურები დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (ნატანები, ხობისწყალი, ჟუჟა, გუბაზეული) დამონტაჟდა, ხოლო საზღვაო ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურები ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურებში განთავსდა.

დასავლეთ საქართველოში დამონტაჟებული უახლესი მოწყობილობები ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ადრეული გაფრთხილების სისტემის სრულყოფას. 

სხვა სიახლეები