სიახლეები

02 ივლისი 2018

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს   გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები გეოგრაფია, გეოლოგიის დარგის სპეციალობის   სტუდენტებს     კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაეხმარებიან, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა  და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარემოს ეროვნული სააგენტოში დაესწრონ    ლექცია სემინარებს, რომელსაც სააგენტოს დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე  უზრუნველყოფს სოხუმის უნივერსიტეტის   შენობაში მეტეომზომი აპარატურის  განთავსებას, რაც  დაეხმარება სტუდენტებს მიღებული  თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. 

სხვა სიახლეები