სიახლეები

04 ივლისი 2018

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განსაზღვრა თამარ მეფის გამზირზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის  თვიდან  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა. მობილური სადგურის საშუალებით თბილისის  რამდენიმე წერტილში  გაზომვები უკვე  განხორციელდა. 

მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. ამჟამად ავტომატური სადგური  თამარ მეფის გამზირზე    განთავსდა სადაც  24 საათის განმავლობაში  ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა.   

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია  განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით,  მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს,  მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

  სადგურები  უკვე დამონტაჟდა  თბილისში, ქუთაისსა  და ბათუმში, ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგური ქალაქ რუსთავშიც დამონტაჟდება.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური მომავლი კვირიდან თბილისის სხვადასხვა უბნებსა და  რეგიონებში  გადადგილდება.

 

სხვა სიახლეები