სიახლეები

07 ივლისი 2018

მდ. ნენსკრას დონე ამ დროისათვის დაწეულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან, სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე ამ დროისათვის დაწეულია დაახლოებით 30 სანტიმეტრით.

სააგენტოს სპეციალიტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელდება მონიტორინგს. ამასთან სინოპტიკოსების ინფორმაციით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

სხვა სიახლეები