სიახლეები

08 ივლისი 2018

სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში რჩებიან და პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.
 
სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს მდ. ნენსკრას (ჭუბერის თემი) და დოლრას (ბეჩოს თემი) აუზებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდ. ოკრილას ხეობა, სადაც ადგილი ჰქონდა, გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის განვითარებას, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი იყო ჭუბერის თემში წარმოქმნილი სტიქიისა.
 
ორივე მდინარის აუზში სტიქიური პროცესების საფრთხეებმა იკლო და ამ ეტაპზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.
 
ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
ერთდროულად განვითარდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა. აღნიშნულ პროცესებს დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი. ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე, მათ შორის მდ. ოკრილაზე გამოიწვია წყლის ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება.
მდინარის წყლის დონის მატების შედეგად ადგილი ქონდა მდინარის ნაპირების ინტენსიურ გარეცხვას (ეროზიას), რაც მსგავსი სტიქიის თანმდევი პროცესია.
 
ამ ეტაპზე ხეობაში მნიშვნელოვანი გართულები არ არის მოსალოდნელი.

სხვა სიახლეები