სიახლეები

08 ივლისი 2015

ინფორმაცია მოსული ნალექებისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ

7 ივლისს, დღის განმავლობაში და 8 ივლისს ღამით, საქართველოს უმეტეს რაიონში აღინიშნა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. 

ჭარბი ნალექების რაოდენობა დაფიქსირდა: გუდაურში - 84 მმ, სტეფანწმინდაში - 74 მმ, მაღაროსკარში - 48 მმ, დევდორაკში - 24 მმ.
ღვარცოფული ნაკადი წარმოიშვა მდინარე ყუროს ხევში და მშენებარე ჰესის საგუბარის წინა ტერიტორია დააზიანა. 
ღვარცოფული ნაკადი წარმოიშვა, ასევე, მთა ქაბარჯინის ფერდიდან და გადაკეტა საქართველოს სამხედრო გზა 110-ე კმ-ზე. 
რამოდენიმე მცირე ღვარცოფულმა ნაკადმა გადაიარა საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებული ზვავდამცავი გვირაბების თავზე.
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე აღინიშნა წყლის დონის მომატება 30-60 სმ-ის ფარგლებში. მდინარე თეთრ არაგვზე - დაბა ფასანაურთან და მდინარე შავ არაგვზე - შესართავთან წყლის დონემ 60 და 30 სმ-ით მოიმატა.

9 ივლისს საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს +33, +35 გრადუსამდე.
10-12 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტოტიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 
11-12 ივლისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში შესაძლებელია იყოს +24, +26 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში + 28, +33 გრადუსი.

სხვა სიახლეები