სიახლეები

23 ივლისი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აქვაკულტურის მიმართულების განვითარება. ამისათვის, კი აუცილებელია, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის გაძლიერება და ხელშეწყობა, რადგან ქვეყანაში მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი არის დარგში წამყვანი ინსტიტუცია და ამავე დროს დეპარტამენტში არებული პრობლემების მოგვარება საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ, დეტალურად შეისწავლა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში არსებული მდგომარეობა, დეპარტამენტის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ქალაქ ბათუმში არსებული მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააგრძელოს შეუფერხებელი და ეფექტური საქმიანობა. ამასთან ერთად, მიღებული იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე გააგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე და მისი უშუალო ჩართულობით მოხდება თევზჭერის სექტორის რეფორმირება და ახალი მიმართულებების განვითარება.

სხვა სიახლეები