სიახლეები

02 აგვისტო 2018

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მე-12 ეტაპის შედეგები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთორმეტე  ეტაპი დაასრულა.

ინდიკატორული მილაკები საქართველოს მასშტაბით განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ).

ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და  ბენზოლის  კონცენტრაციების დადგენას. მილაკები ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე და შემდეგ კვლევისათვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგების შეფასება  ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად განხორციელდა.

ჩატარებული გაზომვების  შედეგების მიხედვით ყველა წერტილში გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, ასევე აზოტის დიოქსიდის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა  18 დასახლებულ პუნქტში. რაც შეეხება თბილისს, ბათუმს, ქუთაისს,  ზესტაფონს, ხაშურს, რუსთავსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც. 

ინდიკატორული გაზომვები პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა.

2015 წელს - 10 დასახლებულ პუნქტში 

2016 წელს - 16 დასახლებულ პუნქტში

2017 წელს - 20 დასახლებულ პუნქტში  

ხოლო მიმდინარე წელს გაზომვები 25 წერტილში ხორციელდება.

საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი სექტემბრისთვეში განხორციელდება.

სხვა სიახლეები