სიახლეები

03 აგვისტო 2018

სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობა საერთაშორისო ექსპედიციაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიის (GFCM) " BlackSea4Fish"- პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა. 

ექსპედიციის პროცესში სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სარეწაო სახეობების შეფასება განხორციელდა, ასევე, 133 კვლევით სადგურზე მოხდა ჰიდროლოგიური, იქთიო და ჯელესებრპლანქტონისა და თევზის სინჯების აღება.

აღნიშნულ არეალზე, სამეცნიერო-კვლევითი ექო-საუნდერით სრული აკუსტიკური გადაღება განხორციელდა, რაც შემდგომში სპეციალისტებს არსებული თევზის ძირითადი სარეწაო სახეობების რაოდენობის და ბიომასის ოდენობის განსაზღვრაში დაეხმარება. 

კვლევითი სამუშაოები თურქული სამეცნიერო-კვლევითი გემის საშუალებით განხორციელდა, რომელშიც ბულგარეთის, უკრაინისა და რუსეთის სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

საქართველოსთვის მსგავსი სახის საერთაშორისო ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია. განხორციელებული კვლევებით საფუძველი ჩაეყარა ქართულ-თურქული კვლევითი ინსტიტუტების ურთიერთთანამშრომლობას. 

 

 

სხვა სიახლეები