სიახლეები

16 აგვისტო 2018

ახალი ზოოპლაქნტონური ფორმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე

2017-2018 წლებში საქართველოს შავი ზღვის  აქვატორიაში პირველად გამოჩნდა მონსტრილას გვარის კიბოსნაირი (Monstrilla sp.), რომელიც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ სახეობად ითვლება.

აღნიშნული ჯგუფი შავი ზღვაში პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სევასტოპოლისა და კარკინიცკის ყურეში აღწერეს,  80-იანი წლებიდან კი საკმაოდ იშვიათი გახდა შავი ზღვის სანაპიროზე.

მონსტრილას გვარის კოპეპოდები ზღვის ნახევრადპარაზიტული ფორმებია. პლანქტონში მხოლოდ სქესმწიფე ინდივიდები გვხვდება, ხოლო მათი ლარვები პარაზიტობენ მრავალჯაგრიანი ჭიების სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

სხვა სიახლეები