სიახლეები

17 აგვისტო 2018

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიდგომები ინერგება

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში შავი ზღვის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგის შეფასების მიზნით ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიდგომების დანერგვა მიმდინარეობს. 

სპეციალისტების მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო წყლებში აღებული იქთიოპლანქტონის სინჯების ანალიზი და შავი ზღვის ძირითადი სარეწაო სახეობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების დადგენა ხორციელდება, რაც წარმოადგენს ზღვის პროდუქციულობის შეფასების ერთერთ ყველაზე ობიექტურ კრიტერიუმს.

სხვა სიახლეები