სიახლეები

08 სექტემბერი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს 10 წლის იუბილე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა თანამშრომლებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ სააგენტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სააგენტოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. გარემოს ეროვნული სააგენტო 2008 წელს ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და ნაპირდაცვის სამსახურების, ასევე შავი ზღვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, სადაც გაერთიანდა გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი დარგები, რომლებიც ქვეყანაში ახორციელებენ გარემოსდაცვით მონიტორინგს და არსებული ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას რაც კლიმატის გლობალური ცვლილების საერთო ფონზე მეტად მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების და პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები