სიახლეები

10 სექტემბერი 2018

შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა, შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფების და საპორტო ნაგებობების პეტრა-ციხისძირის, სარფის და მწვანე კონცხის კლდოვან მასივებზე აგვისტოსა და სექტემბრის თვეში მაკროფიტებისა და მაკროუხერხემლოების მონიტორინგი დაასრულა.

მონიტორინგი მიზნად ისახავს საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასებას და არსებული მდგომარეობის განსაზღვრას. ასევე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები ზღვის ბიომრავალფეროვნების განვითარების კუთხით. წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პირველი ეტაპი მარტის თვეში, ხოლო მეორე - ივნისის თვეში განხორციელდა. 

სხვა სიახლეები