სიახლეები

09 ივლისი 2015

წყნეთი-ახალდაბის გზაზე ძველი მეწყერული სხეული გააქტიურდა

დღეს, გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე, დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით, ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას.

დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად, უსაფრთხოების მიზნით, გზა გადაკეტილია ნაწილობრივ. აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები . კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები