სიახლეები

27 სექტემბერი 2018

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები ბულგარეთსა და რუმინეთში იმყოფებოდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბულგარეთსა და რუმინეთში - ორსადგულიანი მოლუსკების მოშენების საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს. ტრენინგის მიზანი მარიკულტურის მიმართულების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიდიების კულტივირების დიდი პოტენციალი აქვს და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

ტრენინგი გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) ეგიდით ჩატარდა. მასში მონაწილეობას თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის წარმომადგენელები იღებდნენ.

 

სხვა სიახლეები