სიახლეები

02 ოქტომბერი 2018

მედიასემინარი წყლის რესურსების მართვის შესახებ

USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) ორგანიზებით „წყლის რესურსების  მართვის შესახებ“ მედიასემინარი გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს სპეცილისტებთან  ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე, მხარეებმა წყლის რესურსების მართვის შესახებ იმსჯელეს და ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გამახვილა  ქვეყანაში სააუზო მართვის დანერგვის საკითხებზე და ამ მიმართულებით დაგემილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მედიასემინარის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად  ახალდაბის ტერიტორიაზე მდ. მტკვაზე წყლის  სინჯები აიღეს, ადგილზე  ხუთი კომპონენტი განისაზღვრა და შემდგომი კვლევების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სპეციალისტება მედიის წარმომადგენლებს წყლის რესურსების მართვაზე და წყლის ხარისხის  მონიტორინგის შესახებ პრეზენტაციები წარუგდინეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართვა.

სხვა სიახლეები