05 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგის და დარიალის ფურცელის (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.
სპეციალისტების მიერ მომზადდა გეოლოგიური ანგარიში, სადაც დახასიათებულია საკვლევი ტერიტორიის ინფორმაცია და მონაცემები. ანგარიში მოიცავს 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიური, სასარგებლო ნამარხების და ტექტონიკურ რუკების კომპლექტს.