სიახლეები

05 ოქტომბერი 2018

სააგენტო მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ქ. თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის კველევებს განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს. კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები აგრძელებენ ყოველკვირეულ კვლევას ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. 

მოქალაქეების მომართვის საფუძველზე სააგენტოს სპეციალისტები კონკრეტულ ლოკაციებზე განახორციელებენ კვლევებს, აღებული სინჯები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება და მიღებული შედეგები რამდენიმე დღეში ეცნობებათ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

 

სხვა სიახლეები