სიახლეები

08 ოქტომბერი 2018

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სექტემბერის თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის, ჩაქვის, ბათუმის და გონიოს ტრავერსებზე საზღვაო იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია განხორციელდა. აღნიშნული კვლევისას აღებული იქნა სამასამდე სინჯი და განზომილება.

ექსპედიცია დეპარტამენტის მიერ მომზადებული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დელინეაციის სქემის მიხედვით ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და საზღვაო ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელდა. ექსპედიციის შედეგების საფუძველზე შეფასდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი (ზღვის ბიოლოგია) სტატუსი.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომდევნო საზღვაო ექსპედიცია მიმდინარე წლის ნოემბერში განხორციელდება.

სხვა სიახლეები