სიახლეები

09 ოქტომბერი 2018

სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რადარი გადმოეცემა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური რადარი გადმოეცემა, რომელიც ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

აღნიშნული რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას.

სხვა სიახლეები