სიახლეები

09 ივლისი 2015

თამარ ბაგრატია ჩეხ გეოლოგებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სააგენტოს ჩეხეთის მთავრობასა და ექსპერტებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზეც აისახება.

“მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე” - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ჩეხეთის მხარის მხარდაჭერით განახორციელებს, რაც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდ. არაგვის ხეობაში საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შეფასებას, საშიშროების რისკის რუკების შედგენას თანამედროვე მეთოდოლოგიით, გასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციის მიცემასა და რამოდენიმე უბანზე მონიტორინგული ქსელის მოწყობას.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

სხვა სიახლეები