სიახლეები

15 ნოემბერი 2018

ქ. მცხეთაში მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა ქ. მცხეთაში მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელეს. ჰაერის ხარისხის მობილური სადგურის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში, ამჯერად ავტომატური სადგური ქალაქ მცხეთაში ტურისტულ ზონაში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქ. მცხეთის ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ჩატარებული კვლევის შედეგებს ადგილზე სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე გაეცნო. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა. მიღებული შედეგების შეფასება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.  

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

სხვა სიახლეები