სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო სემინარი გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო სემინარი გაიმართა თემაზე „საქართველოს ნიადაგების მძიმე ლითონებითა და რადიონუკლეიდებით დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
შეხვედრაზე, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შედგა, მონანაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ნიადაგების მძიმე ლითონებითა და რადიონუკლეიდებით დაბინძურების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ნიადაგების დაბინძურების სფეროში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
სამეცნიერო სემინარს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. მსგავსი შეხვედრები სისტემატიურ ხასითს მიიღებს და ექსპერტები გარემოს დაბინძურების აქტუალურ თემებს განიხილავენ.