სიახლეები

27 ნოემბერი 2018

2018 წლის დასკვნითი ექსპედიცია შავ ზღვაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.

ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე განხორციელდა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შეფასებას და შესწავლას ისახავს მიზნად.

სპეციალისტების მიერ, ასევე, ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებები განხორციელდა. აღებული იქნა სპეციალური სინჯები, რომლის კვლევა და დამუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

სხვა სიახლეები